სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა საინტერესო პროექტი განახორციელა
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა საინტერესო პროექტი. ჯგუფის წევრებმა (კლასების მიხედვით) ჯერ გააცნეს მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული გმირების,საზოგადო მოღვაწეებისა და პოეტების ბიოგრაფიები, მათი ღვაწლი სამშობლოსა და ქართველი ერის წინაშე, ხოლო შემდეგ მოინახულეს, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საფლავები, ასევე პატივი მიაგეს პანთეონში განსვენებულთა სულებს, მოილოცეს მამადავითის ტაძარი, დატკბნენ თბილისის ულამაზესი ხედით და ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ სკოლაში.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ლუკა ფიჩხნარაშვილი და გუნდის დანარჩენი წევრები.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი მადლობას უხდის საინიციატივო ჯგუფს!
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი

