სკოლა „პოლიგლოტის“ პედაგოგები ეროვნულ კონფერენციაზე წარმატებით წარსდგნენ
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ ეროვნულ რესპუბლიკურ კონფერენცაში მონაწილეობდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ პედაგოგები ანა ჯავახიშვილი და ნათია კოხოძე.
ისინი წარმატებით წარსდგნენ ეროვნულ კონფერენციაზე და კოლეგებისგან მოწონება დაიმსახურეს. ანა ჯავახიშვილმა და ნათია კოხოძემ დიდი მადლობა გადაუხადეს კოლეგებს მხარდაჭერისთვის და ბატონ ნიკო სილაგაძეს – ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტს, რომლის ძალისხმევითაც წარიმართა ეროვნული კონფერენცია. მათ ასევე მათ მადლობა გადაუხადეს განათლების სამინისტროს ექსპერტებს, ქოუჩებს – ქალბატონ მაია ბოჭორიშვილსა და ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს კოლეგიალობისა და მხარდაჭერისათვის.
ზოგადი განათლების რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს – ამას მოწმობს ეროვნულ კონფერენციაზე წარდგენილი კომპლექსური დავალებები, პროექტები, სტატიები, პედაგოგთა ჩართულობა და აქტიურობა. რეფორმის წყალობით, სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური, მრავალფეროვანი და შედეგიანი გახდება
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი