27 აგვისტო, 2021 13:00
სკოლა “პოლიგლოტის” პედაგოგის წარმატება საერთაშორისო ფორუმზე
სკოლა “პოლიგლოტის” მხარდაჭერით სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სალომე ქერაშვილი იმყოფებოდა რუმინეთში, საერთაშორისო ფორუმზე.
შეხვედრას ესწრებოდა ევროპის 5 ქვეყნიდან 24 მონაწილე. პროექტის მიზანი იყო სასწავლო პროგრამების განვითარება და ევროპის პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდა სპეციალისტების გაცნობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ფორუმმა წარმატებით ჩაიარა და გამოჩენილი აქტივობისთვის სალომე ქერაშვილი სერთიფიკატით დააჯილდოვეს.
სკოლა “პოლიგლოტი” მადლობას უხდის საქართველოს “პროაქტივგრუპჯორჯიას” და მის დამფუძნებელ გიორგი აგირბაიას, რომელიც სკოლას მუდმივად ეხმარება პედაგოგების საზღვარგარეთ გაგზავნასა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღებისთვის!
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი