26 ოქტომბერი, 2020 14:41
სკოლა „პოლიგლოტის“ პირველკლასელები საზეიმო განწყობით შეხვდნენ ანბანის შემობრძანებას
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელები საზეიმო განწყობით შეხვდნენ ანბანის შემობრძანებას. პედაგოგებმა, სოფიკო დვალიშვილმა და ჟუჟუ ბაღდოშვილმა, პატარებს მოუწყვეს სიურპრიზი და საინტერესო, კრეატიული და მხიარული ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.
“პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ქართული ანბანის შექმნის ისტორია, ,,დედა ენისა“ და მისი ავტორის იაკობ გოგებაშვილის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ამოგზაურეს ანბანეთის ზღაპრულ სამეფოში, ასწავლეს ასო-ბგერა ,,ა “-სა და ,,ი“-ს წერა-კითხვა და ბევრი სახალისო ვიდეოთი და პრეზენტაციით განუმტკიცეს მოსწავლეებს ცოდნა”, – აღნიშნეს სკოლაში.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი

