22 ოქტომბერი, 2019 12:32
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელებისთვის ქართული ანბანის შესწავლასთან დაკავშირებით ზეიმი მოეწყო
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული დღე იყო. დამთავრდა წინა საანბანო პერიოდი და შემობრძანდა ქართული ანბანი.
მასწავლებლებმა, სალომე ძაგნიძემ და თამთა მანდარიამ, პატარებს მოუწყვეს ზეიმი, მიულოცეს ანბანის შემობრძანება, გაუკეთეს სამახსოვრო საჩუქრები თემატური აპლიკაციებით, დაახატინეს იები, გაიხსენეს დედა ენის შექმნის ისტორია, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე, ანახეს ვიდეორგოლები და ანიმაციური ფილმი ,,ბომბორა“.
“იებით, ლამაზი ფერებით, ,,აი ია“-თი შემობრძანდა ანბანი ჩვენს საყვარელ პირველკლასელებთან. ვულოცავთ მათ ამ მშვენიერ დღეს და ვუსურვებთ სიყვარულით ევლოთ ცოდნის კაბადონებზე”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი

