20 ოქტომბერი, 2017 11:45
სკოლა „პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა ანბანის შემობრძანება იზეიმეს
სკოლა „პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა იზეიმეს ანბანის შემობრძანება. პატარებმა მასწავლებლებთან ერთად გაიხსენეს და შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა. შემდეგ მიესალმნენ ანბანს სიმღერებითა და ლექსებით.
პატარების ზეიმს ესწრებოდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორი მზია დაუშვილი, საპატიო სტუმარი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, გამომცემლობა „დედაენის“ დამფუძნებელი, დეკანოზი კონტანტინე გიორგაძე, სკოლა “პოლიგლოტის ” პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ Iა და Iბ კლასის დამრიგებლები მაია ხიტურიძე და ცირა ლომიძე.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



