18 ოქტომბერი, 2018 17:28
სკოლა “პოლიგლოტის” პირველკლასელებმა ანბანის შემობრძანება საზეიმოდ აღნიშნეს
სკოლა „პოლიგლოტის” პირველკლასელებმა საზეიმოდ აღნიშნეს ანბანის შემობრძანება. მოსწავლეები დამრიგებლებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ დედაენის ძეგლს, რომელიც ყვავილებით შეამკეს, წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.
მასწავლებლები ესაუბრნენ მოსწავლეებს დედაენის ძეგლის შექმნისა და იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შესახებ.
“ვულოცავთ პატარებს ანბანის შემობრძანებას, ვუსურვებთ წარმატებებს დედაენის ლამაზ და რთულ ბილიკებზე”, – აღნიშნეს სკოლა “პოლიგლოტში”.