GE
2 დეკემბერი, 2019 15:25

სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა ოქროსფერი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს

მშვიდობით, ოქროსფერო შემოდგომავ, ღიმილით გეგებებით,ზამთარო!

სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა ოქროსფერი შემოდგომა გააცილეს და ულამაზესი ღონისძიებებით გაგვამხიარულეს. პატარებმა იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები, დადგეს  მხიარული სკეჩები, გამოავლინეს მსახიობური ნიჭი და შემოქმედებითი უნარი.

ღონისძიებების ავტორები და ორგანიზატორები იყვნენ პირველი კლასების ხელმძღვანელები თამთა მანდარია და სალომე ძაგნიძე. ღონისძიებები მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა ხოლო დეკორაციები შექმნა ხატვის მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი