8 ივნისი, 2021 10:53
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა აღნიშნეს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და ულამაზესი ზეიმი მოაწყვეს.
მათ ეს ლამაზი დღესასწაული გამართეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ასევე აღნიშნეს, რომ ეს დღე საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებას დაემთხვა, რის გამოც განწყობა განსაკუთრებული და ამაღლებული შეიქმნა. ყველა ბავშვს მიულოცეს ეს შესანიშნავი დღე, იმღერეს, იცეკვეს და ზღაპრული სანახაობა გაგვიმართეს. სკოლის დირექციამ პატარები დააჯილდოვა სიგელებით და თითოეულს მიაკუთვნა შესაფერისი ნომინაცია.
,,დიდი მადლობა გაწეული შრომისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღონისძიების ორგანიზატორს, ქალბატონ ჟუჟუ ბაღდოშვილს და მუსიკის მასწავლებელს, ქეთევან ჯეირანაშვილს“, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი

