GE
20 იანვარი, 2026 15:26

სკოლა „პოლიგლოტის“ პირველკლასელებმა საახალწლო ღონისძიებები გამართეს

სკოლა „პოლიგლოტის“ I (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან – ნინო კიკაძესთან, სოფიო შერმაზანაშვილსა და თამარ რიჟამაძესთან ერთად, საახალწლო ზეიმები გამართეს.

„პატარა მსახიობებმა დიდი მონდომებით, სიხარულითა და სიყვარულით გააცოცხლეს საახალწლო ზღაპარი, ლექსებითა და სიმღერებით კი შექმნეს დაუვიწყარი განწყობა. ღონისძიება სავსე იყო ბავშვური ემოციებით, ღიმილითა და საახალწლო ჯადოსნობით. მოსწავლეებმა დაკარგული ვარსკვლავის ძიებაში იმოგზაურეს სიცილის, სიზმრებისა და სიყვარულის ქვეყნებში. ღონისძიებების ბოლოს კი მათ თოვლის ბაბუა ესტუმრა და საჩუქრები დაურიგა“, – აცხადებენ სკოლაში.

„პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ნინო კიკაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და თამარ რიჟამაძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს – მონაწილეობისა და მშობლებს – აქტიური ჩართულობისთვის.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი