31 დეკემბერი, 2019 10:50
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველმა კლასელებმა საახალწლო მიუზიკლები დადგეს
სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველმა კლასელებმა მშვენიერი საახალწლო მიუზიკლები დადგეს მანანა ბახტაძის ხელმძღვანელობით. Iა კლასმა დადგა მიუზიკლი, იმპროვიზაციული საახალწლო ზღაპარი – ,,კონკიას ამბავი“. ხოლო Iბ კლასელებმა დადგეს ,,საახალწლო მეჯლისი”. მოსწავლეები ულამაზეს კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი და სიყვარულით გვიმღეროდნენ სიკეთეზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექციამ პატარებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და მოუწყო ლამაზი სიურპრიზი, მოიწვია თოვლის ბაბუა და ფიფქია, რომლებმაც კიდევ უფრო გააბედნიერეს პატარები და გადასცეს საჩუქრები.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



