14 დეკემბერი, 2018 17:33
სკოლა ,,პოლიგლოტის“ V კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტგაკვეთილი თემაზე ,,ძაღლი-ადამიანის მეგობარი“
2018 წლის 12 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ V კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტგაკვეთილი თემაზე: ,,ძაღლი-ადამიანის მეგობარი“. გაკვეთილის იდეა გაჩნდა არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლის“ შესწავლის შემდეგ.
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ინგლისურსა და ქართულ ენებზე, ისაუბრეს ნასწავლ მოთხრობაზე, ჩაატარეს პატარა ტრენინგი ძაღლის მოვლა-პატრონობის შესახებ. ბავშვების სლოგანი იყო: ,,გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ოთხფეხა მეგობრებს!“
გაკვეთილი ჩაატარეს ინგლისური ენის მასწავლებელმა მერი ციმაკურიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი

