GE
22 დეკემბერი, 2016 12:00

სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასში ღია ინტეგრირებული გაკვეთილი – ,,სიმღერებად ქცეული ლექსები“- ჩატარდა

21 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასში ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, ისტორიასა და მუსიკაში ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო: ,,სიმღერებად ქცეული ლექსები“.

პედაგოგებმა გამოიყენეს ინტერაქტიული მეთოდები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ლექსებსა და მათზე შექმნილი სიმღერების ისტორიაზე. მოისმინეს ცნობილი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთიც, რომელშიც  განათავსეს ინფორმაცია სიმღერებად ქცეული ლექსების შესახებ. გაკვეთილი წარიმართა ამაღლებულ განწყობაზე.

ინტეგრირებული  გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ, ისტორიის პედაგოგმა ნაზი ზაალიშვილმა და მუსიკის პედაგოგმა ქეთევან ჯეირანაშვილმა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მზია დაუშვილი, დირექტორის მოადგილე ანა ჯავახიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა ტოფაძე.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი