14 დეკემბერი, 2023 11:25
სკოლა „პოლიგლოტმა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან(CIU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
12 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სკოლა „პოლიგლოტსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს და ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ურთიერთ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მრავალი საინტერესო ღონისძიება და პროექტი, სადაც სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.
სკოლა, მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, მის რექტორს ბატონ კახაბერ კორძაიას გულთბილი მასპინძლობისათვის და აქტიური თანამშრომლობისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი