სკოლა „პოლიგლოტმა“ კომპანია GWP-ს უმასპინძლა
სკოლა „პოლიგლოტმა“ უმასპინძლა კომპანია GWP-ს წარმომადგენელ მარიამ მარკოზაშვილს, რომელმაც მე-8 კლასის მოსწავლეებს ლექცია, თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“ ჩაუტარა.
როგორც სკოლაში აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს შესაბამისი ვიზუალური და საინფორმაციო მასალებით აუხსნა, რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე; რა მნიშვნელობა აქვს წყალზე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსზე ზრუნვას, თითოეული ჩვენგანისა და გარემოსთვის.
ლექციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში ითამაშეს, რათა მიღებული ინფორმაცია სახალისო და შემოქმედებითი აქტივობით კიდევ უფრო მეტად დამახსოვრებოდათ.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები კომპანიისგან სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდნენ.
სკოლა „პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის GWP-ს საინტერესო აქტივობისათვის და მარიამ მარკოზაშვილს მისი ორგანიზებისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი