GE
18 მარტი, 2019 18:02

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ შვედეთში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში მიიღო მონაწილეობა

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ შვედეთში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში. შპს ,,პოლიგლოტის“ დირექტორის, მზია დაუშვილის, ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით ინგლისური ენის ორი პედაგოგი სალომე ქერაშვილი და მერი ციმაკურიძე პროაქტივ-ჯგუფის წარმომადგენელ ცოტნე ყალიჩავასთან ერთად იმყოფებოდნენ შვედეთში, ქალაქ ლიმერიდში, რვადღიან ტრენინგზე.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ჩაუტარდათ მნიშვნელოვანი და პროდუქტიული სწავლება სხვადასხვა განხრით.

ახალგაზრდა პედაგოგებისთვის საინტერესო იყო არაფორმალური განათლების ფორმები და მეთოდები, ლიდერობა, გუნდური მუშაობა. სხვა თემებთან ერთად ჩატარდა ინტერკულტურული ღონისძიებები.

მონაწილეები მადლობას უხდიან პროაქტივ-ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი აგირბაიას ამ შესანიშნავი პროექტისათვის და მომავალშიც აქტიურად ჩაებმებიან მათ მიერ შემოთავაზებულ საინტერესო პროექტებში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი