სკოლა „პოლიგლოტს” მალტის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ.
23-29 იანვარს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, მალტის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
პროექტი განხორციელდა: მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC- MALTA” ორგანიზებითა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
მოგახსენებთ, რომ საქართველოში, სკოლა „პოლიგლოტი„ გახლავთ „GCC-MALTA„ – ექსკლუზიური წარმომადგენელი და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მალტის რესპუბლიკაში ერთობლივად განხორციელდება საგანმანათლებლო და კულტურულიპროგრამები.
ვიზიტის ფარგლებში, 28 იანვარს, 14:00 სთ. სკოლა „პოლიგლოტს„ მალტის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი სკოლის ადმინისტრაციას ოფიციალურად შეხვდნენ და ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ორი ვორქშოპი, რომელსაც წარუძღვნენ მალტის დელეგაციისწევრები – მწერლები.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი