სკოლა „პოლიგლოტს“ მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი ეწვია
2017 წლის 3 თებერვალს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი. საინტერესო, სასიამოვნო და დაუვიწყარი შეხვედრა გაიმართა. დათო ტურაშვილმა ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, საზღვარგარეთ მოგზაურობასა და იქ მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე.
მან ასევე ესაუბრა მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობასა და წიგნის სიყვარულზე, რაც განათლებისა და სულიერების მთავარი კომპონენტია. მწერალმა უპასუხა ბავშვების შეკითხვებს, გადაიღო სამახსოვრო სურათები და დატოვა ავტოგრაფები.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი. სკოლის დირექტორმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა მწერალს მობრძანებისთვის და საინიციატივო ჯგუფის ეს პროექტი მოიწონა. მან აღნიშნა, რომ სკოლა „პოლიგლოტში“ ყოველთვის იყო და იქნება პრიორიტეტული წიგნის კითხვა, სწორედ ამიტომაც ტარდება სკოლაში სხვადასხვა ენაზე მკითხველთა კონფერენცია და სკოლა „პოლიგლოტში“ იზრდებიან განათლებული ახალგაზრდები.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი





