22 აპრილი, 2021 18:02
სკოლა ,,პოლიგლოტში“ 19-დან 22 აპრილის ჩათვლით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
სკოლა ,,პოლიგლოტში“ 19-დან 22 აპრილის ჩათვლით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის ფარგლებში 1-ლი ,,ბ” კლასის მოსწავლეებმა მათ დამრიგებელ ჟუჟუ ბაღდოშვილთან ერთად მოამზადეს პროექტი ,,დედამიწის დღე არის ყოველ დღე”
დაამზადეს მაისურები, პლაკატები, ულამაზესი გვირგვინები დედამიწის გამოსახულებით. მათ ნახეს მოკლე მედიარესურსი ,,ექვილიბრიუმი”, სადაც ნაჩვენებია ადამიანის ზემოქმედება ტყეზე, აგრეთვე მოამზადეს პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან და გაუფრთხილდნენ გარე სამყაროს.
ბავშვებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ აღინიშნება დედამიწის დღე 22 აპრილს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი

