12 თებერვალი, 2019 15:07
სკოლა „პოლიგლოტში“ 2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
სკოლა „პოლიგლოტში“ დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის.
“ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- სკოლაში გაძლიერებით ისწავლება უცხო ენები და მათემატიკა;
- ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები სავალდებულოა, ხოლო მე-7 კლასიდან მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა, კერძოდ , გერმანული ან ესპანური;
- სწავლის საფასურია 1600$ ექვივალენტი ლარში, რაშიც შედის გახანგრძლივებული დღის სწავლება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათის ჩათვლით. სწავლის ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება: საუზმე და სადილი, ქართული ცეკვა – რიტმიკა და ჭადრაკი. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 16;
- სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე: ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, გიტარის, სიმღერისა და სპორტის;
- მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ პროფესიონალი პედაგოგები. ბავშვებს დახვდებათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემო. სწორედ ამიტომ ჩვენი მოსწავლეები არიან წარმატებულები და კონკურენტუნარიანები;
- სკოლა „პოლიგლოტი“ ზრუნავს მოსწავლეების კულტურულ – საგანმანათლებლო აღზრდაზე. ამ მიზნით ისინი დაგვყავს კინო-თეატრებში, მუზეუმებში, ექსკურსიებზე, ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ჩართულები ვართ უამრავ საგანმანათლებლო პროექტში, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. იმიტომ რომ იყო წარმატებული, უნდა შემოგვიერთდე და შეიქმნა ბედნიერი მომავალი!
აი, რატომ უნდა ისწავლოთ სკოლა „პოლიგლოტში”,- ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.