GE
28 მარტი, 2024 14:25

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი ჩატარდა

სკოლა პოლიგლოტში არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: დისნეის აზროვნების 3 სკამი. დისნეის სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როცა გჭირდებათ საკითხის/პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტა.

მასტერკლასის მიზანი იყო მოსწავლეებს დახმარებოდა საკითხის გადაჭრის სხვადასხვა გზის მოძიებაში, რისკ ფაქტორების დამუშავებაში და სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ საინტერესო მეთოდით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ. მათ თავიანთ თავში უნდა აღმოეჩინათ და აქტიურად მოერგოთ მეოცნებეს, რეალისტისა და კრიტიკოსის როლები, რომელიც ნამდვილად კარგად გამოუვიდათ. სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ ცირას ასეთი ნაყოფიერი შეხვედრისათვის.

სკოლა პოლიგლოტი მუდმივად სთავაზობს თავის მოსწავლეებს მსგავსი ტიპის აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში