სკოლა ,,პოლიგლოტში” ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო მოეწყო
2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს, სკოლა ,,პოლიგლოტში” დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო. პატარებმა კლასის დამრიგებლის ინგა შველიძის ორგანიზატორობით დადგეს გარემიქსებული მიუზიკლი: ,,ძმა ძმისთვისაო,შავი დღისთვისაო“.
პირველკლასელებმა ზეიმი დაიწყეს ინგლისურენოვანი კომპოზიციით, ხოლო შემდეგ ქართულ ენაზე გამართეს თეატრალიზებული წარმოდგენა,წარმოადგინეს ზღაპართა კოლაჟი, სადაც გამოყენებული იყო ეპიზოდები ზღაპრებიდან: “რწყილი და ჭიანჭველა, “სამი გოჭი”, ” გვრიტი”.
ღონისძიებაში გამოკვეთილი იყო მეგობრობისა და თანადომის, ურთიერთდახმარების ძალა. მოსწავლეებმა ლექსები ინგლისურ და ქართულ ენაზე წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ინგა შველიძეს და იმ პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიან პირველ კლასს, მოსწავლეები კი სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვა ქების სიგელებით.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი





