სკოლა “პოლიგლოტში” ბოლო ზარი აღნიშნეს
2019 წლის 25 მაისს სკოლა ,,პოლიგლოტში“ დილიდან იყო საზეიმო განწყობა. მე-12 კლასელებისათვის დაირეკა ბოლო ზარი.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა გააცილეს მე-12 კლასელები და მათთვის მოაწყვეს კონცერტი, სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჟიურიმ მე-12 კლასელებს მიანიჭა სპეციალური ნომინაციები და დააჯილდოვა სიგელებით. კურსდამთავრებულებმა აკადემიურად აღნიშნეს სკოლის დამთავრება და აყარეს ქუდები. მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა, ქართული ენის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ, ისტორიის მასწავლებელმა თინა დორეულმა.
დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს , ქალბატონ ეკატერინე სიორდიას – ღონისძიების ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი







