GE
22 აგვისტო, 2022 10:26

სკოლა „პოლიგლოტში“ ჭადრაკს უმაღლესი შეფასების მქონე პედაგოგი ასწავლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში შეისწავლიან. სკოლა „პოლიგლოტი“ სიხარულით შეხვდა ამ სიახლეს, რადგან სკოლაში ჭადრაკი არის დაწყებით ეტაპზე სავალდებულო საგანი.

ამ სიახლის ფარგლებში, მასწავლებელთა სახლისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, დაიგეგმა მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგები როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის, თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ჭადრაკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე“ (15 საკონტაქტო საათი). კოორდინატორად დაინიშნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში, ალექსანდრე არსენიძე. ტრენინგში მონაწილეობდა სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის პედაგოგი, ნატალია მესხი, რომელმაც ტრენინგი განსაკუთრებული წარმატებით, უმაღლესი შეფასებით (30 ქულით) დაასრულა.

სკოლა „პოლიგლოტი“ ულოცავს ქალბატონ ნატალიას პროფესიულ წარმატებას და დარწმუნებულია, რომ ის თავისი ჩვეული ენთუზიაზმითა და სიყვარულით მოახმარს ცოდნასა და გამოცდილებას თავის საყვარელ მოსწავლეებს.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში