GE
23 აპრილი, 2026 15:57

სკოლა „პოლიგლოტში“ დედამიწის დღე აღინიშნა

სკოლა „პოლიგლოტში“ დედამიწის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად, ეკოკლუბის წევრები, გეოგრაფიისა და ქიმიის მასწავლებლებთან ერთად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP)“ ესტუმრნენ. შემეცნებითი ტურის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წყლის სექტორის მუშაობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით.

გარდა ამისა, მე-8 (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მელანო ჩოკორაიას ორგანიზებით, შემოქმედებითი აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა მოირგეს მწერლის როლი და შექმნეს მოთხრობები დედამიწის დღის თემაზე, სადაც ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული საინტერესო თავგადასავლები წარმოადგინეს. ასევე, მათ შექმნეს პოსტერები გურამ დოჩანაშვილის ცნობილი გამონათქვამის მიხედვით.

მე-2 (ა) კლასში დამრიგებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა სახალისო და შემეცნებითი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით და ითამაშეს სახალისო თამაში. ასევე, მიწერეს წერილები დედამიწას და ინდივიდუალურად წარადგინეს.

დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმაც. ბავშვებმა ისაუბრეს იმ ქმედებებზე, რომლებიც აზიანებს ან პირიქით, ეხმარება ჩვენს პლანეტას. მათ საკუთარი ხელით შექმნეს თვალსაჩინოებები და ჩამოწერეს გზები, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს: დავზოგოთ რესურსები, დავრგოთ მცენარეები და სხვა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი