6 მარტი, 2017 12:23
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. პირველი კლასის მოსწავლეებმა ულამაზესი, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებს დღესასწაული. დადგეს მუსიკალური ზღაპარი ,,მამა დათვის განცხადება“.
ზეიმის ბოლოს მათ დედიკოებსა და საყვარელ მასწავლებლებს თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები და ულამაზესი ყვავილების თაიგულები გადასცეს.
დასასრულს, სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი მზია დაუშვილი და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს – პირველი კლასის დამრიგებელს ინგა შველიძეს, მუსიკის მსწავლებელს ქეთევან ჯეირანაშვილს, ხატვის პედაგოგ სოფიო ლიჩელს და მშობლებს ამ ულამაზესი საღამოს მოწყობისთვის.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი





