სკოლა „პოლიგლოტში” ღია ინტეგრირებული მედიაგაკვეთილი ჩატარდა
2017 წლის 31 მარტს სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე VI კლასში, ჩატარდა ღია ინტეგრირებული მედიაგაკვეთილი ისტორიაში, ქართულ ენასა და მუსიკაში- თემაზე: “წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, სინამდვილე და ლეგენდები მასზე, თბილისის დაარსება“. გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის პედაგოგმა ნაზი ზაალიშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ და მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან ჯეირანაშვილმა.
გაკვეთილი საინტერესო იყო. მასწავლებლებმა მრავალი აქტივობა გამოიყენეს, მათ შორის შთამბეჭდავი იყო მუსიკალური ჩანართები, ვიდეოფილმი, მხატვრულად წაკითხული ლექსები, ლეგენდები, მოსწავლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, მასწავლებლის მინილექცია.
გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლა „პოლიგლოტის“ შეფასების ჯგუფი, სკოლის დირექტორის მზია დაუშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ინგლისურის მასწავლებელი მარიამ ნიკოლეიშვილი, ხელოვნების მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე და VI კლასის მოსწავლის ეფემია ბასილიას მშობელი ინგა ესებუა.
სკოლა მადლობას უხდის გაკვეთილის ორგანიზატორებსა და ინგა ესებუას მობრძანებისა და მეგობრობისათვის.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი



