GE
19 აპრილი, 2019 17:44

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ინოვაციური პროექტი: ,,ადამიანის სხეული და ცხოვრება“ განხორციელდა

19 აპრილს ინოვაციური პროექტი განხორციელდა სკოლა ,,პოლიგლოტში“.

მე-10 კლასმა წარმოადგინა დასკვნითი პრეზენტაცია ინგლისურენოვანი გრძელვადიანი პროექტისა: ,,ადამიანის სხეული და ცხოვრება“ . პროექტის ხელმძღვანელი არის ინგლისური ენის მასწავლებელი ელიზავეტა ზაზაძე. მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის სხეულზე, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, მდგრადი განვითარების კომპეტენციებსა და პროექტის საბოლოო პროდუქტებზე,

კერძოდ, მოსწავლეების მიერ გამოშვებულ გაზეთებზე, ბუკლეტებსა და ფლაიერებზე, რომლებიც დაურიგეს სკოლის მოსწავლეებს, დამსწრე საზოგადოებას, რათა გაეცნონ ადამიანის სხეულთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, თუ რა მისცათ მათ პროექტზე მუშაობამ. დიდი მადლობა ელიზავეტა ზაზაძეს ასეთი საინტერესო პროექტისთვის.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება