9 ივლისი, 2026 10:10
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-6 (ა, ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებები გამართეს.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა სიმღერების, ცეკვების, თეატრალური ნომრებისა და სახალისო სცენების საშუალებით გააცოცხლეს ექვსი წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები, მეგობრობა, ბავშვური სიხარული და სკოლის ყოველდღიური ამბები. განსაკუთრებული ადგილი კი სამშობლოს სიყვარულს, მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ მადლიერებას დაეთმო.
„სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს – სოფო დვალიშვილსა და ნინო ოქრუაშვილს, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ასევე – ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ამ დროის მანძილზე მოსწავლეებთან მუშაობდა“, – აცხადებენ სკოლაში.