GE
11 ივნისი, 2026 14:46

სკოლა „პოლიგლოტში“ მეორე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-2 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებები გამართეს.

სკოლის მიერ 11 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ჩვენი ქვეყნის საამაყო წარსული, ტრადიციები, კულტურა და ენის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის.

„ლექსებით, სიმღერებით, ცეკვითა და გულწრფელი ემოციებით მოსწავლეებმა მაყურებელს სითბოთი, სიკეთითა და ფერადი იმედებით სავსე დღე აჩუქეს.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს – ანა მუმლაძეს, მაია ხუტუნიშვილს, ანი ჭელიძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც პატარებთან მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი