25 ივნისი, 2026 15:29
სკოლა „პოლიგლოტში“ მეოთხე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-4 (ა, ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებები გამართეს.
სკოლის მიერ 25 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება მიეძღვნა დედაენას, სამშობლოს და იმ ფესვებს, რომლებზეც მომავალი თაობა იზრდება. მოსწავლეებმა გაიხსენეს ნაბიჯები პირველი კლასიდან დღემდე და ამ დროის განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. ასევე, შეასრულეს საცეკვაო ნომრები და იმღერეს ინგლისურად, ფრანგულად და ქართულად.
„სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს – მაკა წურწუმიას და თამარ ჯანხოთელს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე – ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ამ დროის მანძილზე მუშაობდა მოსწავლეებთან“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი