სკოლა „პოლიგლოტში“ მესამე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-3 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებები გამართეს.
სკოლის მიერ 12 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად იმოგზაურეს სხვადასხვა ქვეყანაში, ისაუბრეს მათ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე, იმღერეს სიმღერები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და დამსწრე საზოგადოებას ქვეყნების ტრადიციული ცეკვები შესთავაზეს, ბოლოს კი, დაბრუნდნენ საყვარელ სამშობლოში და ღონისძიება ქართული არაჩვეულებრივი სიმღერითა და ცეკვით დაასრულეს.
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვებში სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს – ნონა წამალაშვილს, მარიამ მჭედლიშვილს, სოფო მუმლაძესა და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც პატარებთან მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი