GE
22 დეკემბერი, 2017 15:20

სკოლა “პოლიგლოტში” მკითხველთა კონფერენცია ჩატარდა

2017 წლის 21 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტში” ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს წაკითხული წიგნების შესახებ, გააკეთეს პრეზენტაცია.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ჰუმანიტარული კათედრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე. კონფერენციაზე მოსწავლეებმა ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გააკეთეს პრეზენტაცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლა “პოლიგლოტის” დირექციის წარმომადგენლები და მშობლები. სკოლის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი არის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი