სკოლა „პოლიგლოტში“ მოსწავლეებისთვის დიდი სიახლეებია
სკოლა „პოლიგლოტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი VIPR/„ვიპიარ ჯგუფთა”, რომელიც არაერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტის ავტორია და მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.
სკოლაში დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო აკადემია „VIPარტი“, რომელიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას ეზიარონ ხელოვნების მრავალ დარგს და მიიღონ მონაწილეობა ძალიან ბევრ ინოვაციურ, შემეცნებით და საინტერესო პროექტში.
მომავალ თაობებში, მოზარდებში თავისუფალი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარება, შემოქმედებითი რესურსების წარმოჩენა და რეალიზება თანამედროვე სასწავლო ტენდენციების განუყოფელი ნაწილია.
„VIPარტი“ ფორმატი მოიცავს პროფესიონალთა გუნდის მიერ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების სწავლებას:
- თეატრალური სახელოსნო: (სასცენო ოსტატობა, პლასტიკა, ხელოვნებათმცოდნეობა, მეტყველების კულტურა);
- „კინომანია„ – სასწავლო კურსის ფარგლებში, მოზარდები შეძლებენ განავითარონ არაერთი უნარი, მათ შორის სცენარების განხილვა და ლიტერატურული აზროვნება. კურსის ფარგლებში სასწავლო გეგმა შედგენილი იქნება სახასიათო ფილმების, წიგნებისა და მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო ვიდეო – მასალაზე დაყრდნობით. ამ მასალის გაცნობისას მოზარდები უამრავი რაკურსით დაინახავენ ავტორთა/რეჟისორთა მიზნებს, მხატვრულ სახეებს და მისიას, იგრძნობენ სცენარის ღირებულბას. საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული მეთოდის დანერგვა არაერთ პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს;
- ვოკალი;
- ქორეოგრაფია/პლასტიკა/ბალეტი;
- სამეჯლისო/თანამედროვე ცეკვები;
- სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის (საქსაფონი, დრამი, გიტარა, აკორდეონი) შემსწავლელი სტუდია;
- ფოტოხელოვნება;
- ტიხრული მინანქრის და ტიხრული ინკრუსტაციის შესწავლა;
- გამოყენებითი ხელოვნების (დაძველების ტექნიკა ვინტაჟურ სტილში) შესწავლა.
„VIPარტი“ მოიცავს „ვორქშოფების” ორგანიზებას, მასტერკლასების ციკლს სხვადასხვა მოდულებსა და დისციპლინაში: „საზოგადოებრივი ურთიერთობები და ეფექტური კომუნიკაცია” „იმიჯი”…
ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში, ყველა მიმართულებას უხელმძღვანელებს მოწვეული, გამოცდილი ექსპერტ/კონსულტანტები; ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები…
ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში „VIPარტი“ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წარიმართება საგანმანათლებლო პროცესი. (ასაკობრივი ზღვარი 6 – 18 წლამდე);
„VIPარტელები“ მონაწილეობას მიიღებენ „ვიპიარ ჯგუფის” მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში..
VIPR/მალტის ქართული კულტურის ცენტრი 2012 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებს, სახელმწიფო გრანტებს როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ: საქართველო, მალტა, შვეიცარია, შვედეთის სამეფო, იტალია, ესპანეთი… ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულია 80-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი”, – აღნიშნეს სკოლაში.