GE
9 დეკემბერი, 2020 11:40

სკოლა „პოლიგლოტში“ მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ტკბილი ასო-ბგერები“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ პირველი ,,ბ“ კლასის მასწავლებელმა ჟუჟუ ბაღდოშვილმა და მოსწავლეებმა განახორციელეს ყველაზე ტკბილი პროექტი სახელწოდებით ,,ტკბილი ასო-ბგერები“.

პროექტში მოსწავლეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს მშობლებმაც. მათი დახმარებით ბავშვებმა საკუთარი ხელით გამოძერწეს და გამოაცხვეს ტკბილი ანბანი. ამგვარად მოსწავლეები უფრო უკეთ აღიქვამენ თითოული ასო-ბგერის მოხაზულობას, აგებულებასა და წერის მიმართულებას.

“ორცხობილების მომზადება ძალიან სახალისო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისათვის. ეს იყო ანბანის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რამაც ონლაინ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი გახადა”, – აღნიშნეს სკოლა “პოლიგლოტში”.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი