GE
5 ივნისი, 2026 17:41

სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა

სკოლა „პოლიგლოტის“ 1-ელი (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, პირველი სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებები გამართეს.

სკოლის მიერ 5 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა, ლექსებით და სიმღერებით, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეიძინეს.

„ბავშვებმა ასევე შეასრულეს სხვადასხვა საცეკვაო ნომრები. ეს დღე იყო პირველი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი და ემოციური შეჯამება, რამაც ბავშვების ცოდნა და ნიჭიერება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს – თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილს, ნინო კიკაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც პატარებთან მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი