11 მარტი, 2019 16:21
სკოლა ,,პოლიგლოტში“ პირველკლასელებმა საგაზაფხულო კვირეული მოაწყვეს
სკოლა ,,პოლიგლოტში“ საგაზაფხულო კვირეული მოაწყეს პირველკლასელებმა. პედაგოგების – ირინა ფუტკარაძის, ელენე თარხნიშვილისა და ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა სამი ულამაზესი მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო.
პატარებმა დადგეს ნაწყვეტი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან ,,იავნანამ რა ჰქმნა“, ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობიდან“ გააცოცხლეს პერსონაჟები, ისაუბრეს დედის დღისა და რვა მარტის შესახებ.
“შემოცქრიალდნენ იები, ენძელები, ვარდები, გვირილები, იასამნები, შემოფრინდნენ მერცხლები და ტოროლები, მიულოცეს დედიკოებს ეს მშვენიერი დღესასწაულები, წაიკითხეს ლექსები სხვადასხვა ენაზე, იმღერეს და იცეკვეს”, – აღნიშნეს სკოლა “პოლიგლოტში”.