27 მაისი, 2019 16:59
სკოლა ,,პოლიგლოტში“ პირველკლესელთა გამოსაშვები საღამოები გაიმართა
სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებით კათედრაზე გაიმართა პირველკლესელთა გამოსაშვები საღამოები, რომლებიც 21-24 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
პირველი-ა, პირველი-ბ და პირველი-გ კლასების მოსწავლეებმა მოაწყვეს ულამაზესი კოსტიუმირებული საღამოები. კლასის დამრიგებლების: ოლიკო ხოკრიშვილის, ელენე თარხნიშვილისა და ირინა ფუტკარაძის ორგანიზატორობით ჩატარდა ღონისძიებები.
ჩვენი ძვირფასი პირველკლასელები დაემშვიდობნენ დედა ენას, ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს თავიანთი სიყვარული სკოლისადმი, მასწავლებებისადმი და, რაც მთავარია, ქართული ანბანისადმი.
ღონისძიებების ხელმძღვანელი იყო დაწყებითი კათედრის თავმჯდომარე ნაზი ზაალიშვილი, მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა და დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი







