სკოლა ,,პოლიგლოტში“ პოეტისა და მეცნიერის, ცირა ბარბაქაძის, მასტერკლასი ჩატარდა
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა პოეტისა და მეცნიერის, ცირა ბარბაქაძის, მასტერკლასი თემაზე: ,,როგორ შევქმნათ ჩვენი იდეის მეტაფორები?”
,,მოსწავლეებმა გამოავლინეს მეტაფორების შექმნის განსაკუთრებული უნარი, სრულიად მოულოდნელი ანალოგიები წარმოადგინეს: დაწერეს, დახატეს და გამოფინეს… მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექტორი და მასწავლებლებიც იყვნენ ჩართული შემოქმედებით აქტივობაში… ეს იყო ნამდვილი ცოდნის ზეიმი და სიხარული.
დიდი მადლობა, ამ განსაკუთრებული გარემოს შექმნისთვის სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს, მასწავლებლებს: ანა ჯავახიშვილს, თეონა დიასამიძეს, ეკა სიორდიას….
სკოლის კედელზე, განსაკუთრებულ ადგილას, თვალში გეცემათ ფრაზა: აქ სიყვარულია… დიახ, ამ სკოლაში ცოდნა და სიყვარული ერთადაა… ამიტომაც აქ მოსწავლეები გახსნილები და ბედნიერები არიან…
მადლობა ჩემს სტუდენტებს: ანუკი ლაბაძეს და თათია ქურციკიძეს, რომლებმაც ასისტენტობა გამიწიეს მასტერკლასის მიმდინარეობისას!
წარმატებები სკოლა “პოლიგლოტს”!– ვკითხულობთ ცირა ბარბაქაძის კომენტარში.
სკოლა დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ცირას, საინტერესო და დაუვიწყარი შეხვედრისთვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



