სკოლა ,,პოლიგლოტში“ პროექტი ,,როგორ გავუფრთხოლდეთ ჯანმრთელობას“ განხორციელდა
სკოლა ,,პოლიგლოტში“ IV კლასის პედაგოგმა ია ცაბაძემ განახორციელა პროექტი ,,როგორ გავუფრთხოლდეთ ჯანმრთელობას“, რომლის მიზანია პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.
პედაგოგი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. ესაუბრა სწორად კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ პროდუქტებში შედიან. აუხსნა ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისი განხორციელება, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა. პედაგოგმა ასევე ისაუბრა ჰიგიენაზე, ბავშვებს მიაწოდა ინფორმაციები ბაქტერიებზე, ვირუსებზე.
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან დღის რეჟიმი, მოუარონ კბილებს და დაკავდნენ სპორტით.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი

