სკოლა ,,პოლიგლოტში“ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა თავისი ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართა
სკოლა ,,პოლიგლოტი“ თანამშრომლობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საბავშვო უნივერსიტეტთან, ეკოკლუბთან, ნორჩ ჰუმანიტართა სკოლასთან. მოსწავლეები ესწრებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ლექციებს და მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში.
2017 წლის 15 თებერვალს სკოლას ესტუმრა უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი. მან გააკეთა თავისი ახალი წიგნის ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ პრეზენტაცია. გიორგი დვალაშვილი ,,პოლიგლოტის” ხშირი სტუმარია. მასთან ერთად ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა იმოგზაურეს ტაო-კლარჯეთში, შეისწავლეს იმერეთის გეომორფოლოგიური მდგომარეობა, დალაშქრეს მსოფლიოში უნიკალური ცამეტსართულიანი ცუცხვათის მღვიმე და მოისმინეს მისი ლექცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის გიორგი დვალაშვილს სტუმრობისათვის, ულოცავს ახალი წიგნის გამოცემას, უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დიდ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.