სკოლა “პოლიგლოტში” რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კვირეულმა ნაყოფიერად ჩაიარა
2017 წლის 23 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ისტორიისა და ქართულის მასწავლებლებთან ერთად დაათვალიერეს ოკუპაციის მუზეუმი; გამოუშვეს კედლის გაზეთები; მოისმინეს ისტორიის მასწავლებლის თინა დორეულის ლექცია, თემაზე: ,,1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან 1937 წლის რეპრესიებამდე“; ნახეს ფილმი: ,,თებერვლის გაფითრებული ლანდი – მარო მაყაშვილი“. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.
ისტორიის პედაგოგმა თინა დორეულმა და ქართულის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა VIII კლასში ჩაატარეს ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში: 1917 წლის თებერვლის რევოლუცია, საქრთველოს რუსეთის მიერ ოკუპაცია, 1937 წლის რეპრესიები, ლიტერატურაში გაცოცხლებული ისტორიული ფაქტი, რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე“. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი მზია დაუშვილი, ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სპორტულ-ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე, დაწყებითი განათლების კათედრის ხელმძღავნელი ნაზი ზაალიშვილი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი ნინო დაუშვილი, ბიოლოგიის მასწავლებელი როზა წიკლაური.
ასევე, ისტორიის მასწავლებლებმა წაიყვანეს მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ არქივში და დაათვალიერეს საქრთველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა; VIII-X კლასების მოსწავლეებმა ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს ტაბახმელისა და კოჯრის მისადგომებთან საქრთველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი, დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.