22 იანვარი, 2019 16:27
სკოლა “პოლიგლოტში” საახალწლო კონკურსი “საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი” ჩატარდა
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა საახალწლო კონკურსი: ,,საუკეთესოდ მორთული საკლასო ოთახი.“ გამარჯვებულები გამოავლინა საგანგებოდ შექმნილმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი მზია დაუშვილი, ხელოვნების მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი.
დაწყებითი განათლების კათედრაზე გაიმარჯვეს მესამე კლასელებმა, ხოლო საბაზო და საშუალო ეტაპზე გაიმარჯვეს მეშვიდეკლასელებმა.
სკოლის დირექციამ გამარჯვებულებს გადასცა პირველი ხარისხის დიპლომები და საზეიმო ტორტები.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი