GE
8 დეკემბერი, 2020 10:59

სკოლა „პოლიგლოტში“ საჭადრაკო ამოცანების ამოხსნაში საახალწლო დისტანციური კონკურსი ჩატარდა

2020 წლის 2 დეკემბერს „პოლიგლოტის“ დაწყებითი კლასებისათვის (I-დან Vკლასების ჩათვლით), კასპაროვის პროგრამის „ჭადრაკი სკოლაში“ ბაზაზე, ჩატარდა დისტანციური, საახალწლო კონკურსი, საჭადრაკო ამოცანების ამოხსნაში.

კონკურსი დაიგეგმა 3 კვირით ადრე და წინ უძღვოდა მოსამზადებელი პერიოდი-დაგეგმილი ღონისძიებებით; კერძოდ,ჭადრაკის გაკვეთილებზე ხდებოდა დიდი რაოდენობით ამოცანების ამოხსნა განსხვავებულ თემებზე და დღის ჩემპიონების გამოვლენა, კლასების მიხედვით.

ყოველივე ამან სტიმული და საფუძველი მისცა მოსწავლეებს მოეპოვებინათ უმაღლესი ქულები კონკურსზე, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

კლასების მიხედვით, ჩემპიონები გახდნენ (კლასი/მოსწავლეები):

  • V – პირველი ადგილი- ზურაბ საკანდელიძე, მეორე ადგილი – გიორგი პაპაიანი;
  • IVა – ნუცა მთვარელიძე, ირაკლი ოკოშვილი, საბა ბებია;
  • IVბ – ცოტნე მამფორია, ალექსანდრე გოგიშვილი, თათია საჯაია;
  • IIIა – მარი საიდაევა, ანდრია ბერიშვილი, ანა ლორთქიფანიძე, დავით არაბული;
  • IIIბ – მათე ბლიაძე, საბა ვაჭრიძე, ნიკოლოზ პაპაიანი, ნიცა ჭოტიაშვილი,
    ეკატერინე ჯაფარიძე, თეკლა სოზიაშვილი;
  • IIIგ – ცოტნე ბრეგვაძე, ანი ქურდიანი, თორნიკე ირემაძე, ნინო ოკოშვილი;
  • IIა – ნიკოლოზ ჯავახიშვილი,მარიამ გუდავაძე, მართა ბოჭორიშვილი, დავით ბუჩუკური, საბა გუგეშაშვილი;
  • IIბ – ელენე ვიტულკა;
  • Iა – ილია ბალხამიშვილი, ნიცა ჯელაძე,ნიკოლოზ მჭედლიძე, ლიზი ქურდიანი,
    სესილი ჩვამანია, საბა ცაციაშვილი,, დემეტრე ხაჭაპურიძე;
  • Iბ – ბარბარე ალთუნაშვილი, დემეტრე გიორგანაშვილი, ცოტნე გაბრიჭიძე,
    ომარ ქოჩორაშვილი, თაკო ირემაძე.

ზემოთ დასახელებული შედეგები დოკუმენტალურად აისახა კასპაროვის პროგრამაში.

“კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: სკოლის დირექტორი-
მზია დაუშვილი, ხარისხის მენეჯერი-ანა ჯავახიშვილი, კათედრის ხელმძღვანელები-თეონა დიასამიძე და თეა ჯაღიაშვილი, ჭადრაკის მასწავლებელი-ნატალია მესხი!

კონკურსის პერიპეტიების ამსახველი ფოტო-მასალა და ნაჩვენები შედეგები, კლასების მიხედვით, აისახა და გავრცელდა სოც. ქსელის ფეისბუქის პუბლიკაციების საშუალებით.

ღონისძიებამ მოსწავლეების მოტივაციის და ცოდნის ამაღლებას შეუწყო ხელი, დაეხმარა მათ თვითშეფასების უნარის გაუნჯობესებაში, ფსიქოლოგიურად მოამზადა ისინი საბრძოლველად მომავალ კონკურსებში, ოლიმპიადებში, ჩემპიონატებში”, – განაცხადეს სკოლაში.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი