სკოლა ,,პოლიგლოტში“ წარმატებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა”
სკოლა ,,პოლიგლოტში“ წარმატებით ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში ტვინების ბრძოლა, შეკითხვები დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებზე.
თამაშის წამყვანი იყო მათემატიკის მასწავლებელი ზურაბ შუბითიძე, ქულების დამთვლელი კომისარი იყო ინფორმატიკის მასწავლებელი მარიამ ბაშარული, ხოლო მისი დამხმარე – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დავით შელია. საინიციატივო ჯგუფის წევრები ასრულებდნენ იფრინდის მოვალეობას. გუნდები იყოფოდა ასაკობრივ კატეგორიებად:
1. პირველი ასაკობრივი კატეგორია – III-IV-V კლასი ;
2. მეორე ასაკობრივი კატეგორია -VI-VII- VIII კლასი ;
3. მესამე ასაკობრივი კატეგორია – IX-X-XI კლასი .
პირველ კატეგორიაში მონაწილეობდა 8 გუნდი:
პირველი ადგილი გაინაწილა ორმა გუნდმა : ,,ჩემპიონებმა“ ( Vბ კლასი ) და „ აისმა“(V-ა კლასი );
მეორე ადგილი დაიკავა – ,,ნიკემ“ ( III-ა კლასი );
მესამე ადგილი დაიკავა – ,,ტერაბიტია“( IV-ა კლასი).
მეორე კატეგორიაში მონაწილეობდა 8 გუნდი:
პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა – ,,ვიკიპედია“ ( VII კლასი );
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა – ,,ამომავალი ვარსკვლავები“ (VI-ა კლასი );
მესამე ადგილზე გავიდნენ გუნდები – ,,ყოჩაღები“ და ,,მეგა მაინდი“ ( VIა და VI-ბ კლასები).
მესამე კატეგორიაში მონაწილეობდა 4 გუნდი:
პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა : ,, ავსტროლოპითეკი“ ( X კლასი);
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა – ,,Z&ch “ (VIII კლასი );
მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა – ,, Daredevils “ ( VI კლასი ).
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და ვუსურვებთ რეგიონულ ტურში წარმატებით მონაწილეობასა და გამარჯვებას. თამაში იყო საინტერესო, აზარტული და მხიარული , დიდი მადლობა საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზაცია ,,brains”-ს საინტერესო, შემეცნებითი და ინტელექტუალური პროექტის შემოთავაზებისა და მასში მონაწილეობის მიღებისათვის.