17 დეკემბერი, 2020 14:53
სკოლა „პოლიგლოტში“ წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება – „ახალი წელი ანბანეთში“
სკოლა „პოლიგლოტში“ წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. სკოლის Iბ კლასის დამრიგებელმა, ჟუჟუ ბაღდოშვილმა გააკეთა წინასაახალწლო პროექტი სახელწოდებით: ”ახალი წელი ანბანეთში”.
“ბავშვებმა ულამაზესი საახალწლო დეკორაციები შექმნეს, აღსანიშნავია, რომ ისინი დავალებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და მას ძალიან კარგად გაართვეს თავი!
ახლა კი, მოდით, ერთად შევიხედოთ მათ სახლებში და ჩვენც გავიზიაროთ მათი სიხარული.
გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ კლასის დამრიგებელს, ჟუჟუ ბაღდოშვილს და, რა თქმა უნდა, ბავშვებს ასეთი შესანიშნავი პროექტის განხორციელებისთვის”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, მზია დაუშვილმა.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი



