სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: ,,დედამიწის წყლისმიერი სტიქიური პროცესები“ და გეოვიქტორინა
სკოლა ,,პოლიგლოტში“ სტუმრად იმყოფებოდა თსუ-ს პროფესორი ბატონი გიორგი დვალაშვილი, მან წაიკითხა საინტერესო ლექცია, მიაწოდა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დედამიწის წყლისმიერი სტიქიური პროცესების შესახებ და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.
ლექციის შემდეგ ჩატარდა გეოვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ,,ბერმუდის ხუთკუთხედი“, რომელიც დაკომპლექტებული იყო მე-8 კლასის მოსწავლეებით. გამარჯვებული გუნდი გეოგრაფიის მასწავლებელ თამო ტეფნაძესთან და ბატონ გიორგი დვალაშვილთან ერთად ჩაერთვება საინტერესო პროექტში: ,,ლაგოდეხის მუნიცალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევა“ და გაემგზავრება აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, სადაც მიიღებენ მონაწილეობას წიგნისათვის საჭირო მასალის მოძიებაში და შეაფასებენ ლაგოდეხის ბუნების ძეგლების ტურისტულ პოტენციალს. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ გეოგრაფიის მასწავლებელი თამო ტეფნაძე.
სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის ბატონ გიორგი დვალაშვილს სტუმრობისთვის და საინტერესო ლექციისთვის, გეოგრაფიის პედაგოგს, თამუნა ტეფნაძეს კი მადლობას უხდის საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის.