GE
2 თებერვალი, 2021 11:55

სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სკოლის ბათუმის ფილიალს ეწვია

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი “პროგრესის” ბათუმის ფილიალს ეწვია და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. მოგვიანებით პედაგოგებს შეხვდა, სკოლის კედლებში სწავლის განახლება მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული დაუღალავი შრომისათვის და ნაყოფიერი, უსაფრთხო სასწავლო პროცესი უსურვა მათ:

“ამაყი ვარ თითოეული “პროგრესელით”, სიამაყის მიზეზი თქვენი წარმატებები და დაუღალავი შრომაა, რომელიც მუდამ იყო და იქნება ხარისხიან სწავლა- სწავლებაზე ორიენტირებული.
მჯერა, ერთად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას და ღირსეულ სიტყვას ვიტყვით არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით!”, – აღნიშნა ნინო ჩიკვაშვილმა.

Aris.ge - განათლება განათლება