3 დეკემბერი, 2020 13:06
სკოლა „პროგრესის“ მერვე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „My Favourite Celebrity“
პროგრესულად მოაზროვნე მსოფლიო ყოველდღიურად ცვლის სტანდარტებს, მათ შორის პრეზენტაციის ეფექტურად წარდგენაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში წყვეტს ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის ბედს კარიერის ზრდის პროცესში.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მერვე კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია თემაზე: “My Favourite Celebrity”, რომლის მიზანსაც თავისუფალი საუბრის წარმართვის უნარის დახვეწა და განვითარება წარმოადგენდა.
მერვე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაია ქათამაძესთან და სკოლის დირექტორთან, ნანა ჩარექიშვილთან ერთად ისაუბრეს პრეზენტაციების მნიშვნელობაზე, რომელიც პირველ რიგში ხაზს უსვამს ადამიანის პიროვნულ ხასიათს.