11 თებერვალი, 2021 12:23
სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებს შემეცნებით ვიქტორინაში „სიტყვობანა“ გამარჯვებისთვის წიგნები გადაეცათ
სკოლა “პროგრესის” მოსწავლეებს ელენე შავაძეს და გიორგი გობაძეს შემეცნებით ვიქტორინაში “სიტყვობანა” გამარჯვებისთვის წიგნები გადაეცათ.
“სიტყვობანას ოსტატებს” პრიზები სკოლის დირექტორმა ნანა ჩარექიშვილმა გადასცა.
“სიტყვობანა” ონლაინ შემეცნებით-გასართობი თამაშობაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, წაკითხულის გააზრებასა და ზოგადი ინტელექტის ამაღლებას.
შემეცნებითი ვიქტორინა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პროექტი არაფორმალური განათლების ფარგლებში ხორციელდება და მას სკოლა პროგრესის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი, ანა შალიკიანი უძღვება.